გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: ხელმოცარული პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას და აქამდე სად იყოო, თითქოს მათ გაუკეთებიათ ოდესმე რაიმე ქართული სპორტისთვის

23-04-2024

„ხელმოცარული პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, ერთი თვის შემდეგ რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო, თითქოს მათ გაუკეთებიათ ოდესმე რაიმე ქართული სპორტისთვის,”- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც ფონდ „ქართუს” ქველმოქმედების შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას პასუხობს.


მისივე თქმით, არცერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, მადლობა არ უთქვამს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, ქართული რაგბისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების ბაზა ააშენა, მადლობა არ უთქვამთ არაერთი სპორტის სახეობის, არაერთი სპორტული ფედერაციის, მაგალითად ჭიდაობის, ქართული ჭადრაკის და სპორტის თითქმის ყველა სახეობის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც.


„ხელმოცარული პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, მატჩიდან ერთი თვის შემდეგ რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო, თითქოს მათ გაუკეთებიათ ოდესმე რაიმე ქართული სპორტისთვის.


როცა სპორტის დაფინანსებაზეა საუბარი, არცერთ მათგანს, არც ერთხელ არ უთქვამს მადლობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, ქართული რაგბისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების ბაზა ააშენა, არ უთქვამთ მადლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ბიძინას ფონდმა 100 მილიონ ლარზე მეტით, წლების განმავლობაში ჩვენი მორაგბეები დააფინანსა, რათა შექმნილიყო მათთვის შესაბამისი პირობები, რასაც დღემდე აგრძელებს. ამ საქმისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ დააჯილდოვა კიდეც ბატონი ბიძინა. არ უთქვამთ მადლობა არაერთი სპორტის სახეობის, არაერთი სპორტული ფედერაციის, მაგალითად ჭიდაობის, ქართული ჭადრაკის და სპორტის თითქმის ყველა სახეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი კვლავ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ლომის წვლილის შეტანას და სიკეთის კეთებას მრავალი მიმართულებით, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან”- წერს ზურაბ ქადაგიძე.