გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ ყაველაშვილი: ნეტა ვინმემ მიბაძოს „ქართუს“ და მსგავსი პრემიები დააწესოს ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მოხარული ვიქნები, ხაზარაძემ მიბაძოს და ტაშს დავუკრავ

23-04-2024

პირველად ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ნეტა ვინმემ მიბაძოს „ქართუს“ და მსგავსი პრემიები დააწესოს ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მოხარული ვიქნები, ვინც არ უნდა იყოს, ხომ არიან ოპოზიციონერები, ხაზარაძემ მიბაძოს და ტაშს დავუკრავ - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს ნაკრებმა რომ გაიმარჯვოს და მას პრემია მისცეს რომელიმე ორგანიზაციამ, ეს მოსყიდვაა?


მისივე თქმით, რაც „ქართუმ“ ქართული სპორტისთვის, კერძოდ, რაგბის განვითარებისთვის განახორციელა, მსგავსი პროექტი არცერთ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაციიდან არ ახსენდება.


„მე მსგავსი პროექტი ერთი კონკრეტული ორგანიზაციისგან, საკუთარი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ სპორტში გაღებული ინვესტიცია, უანგარო ქველმოქმედება არცერთ ქვეყანაში და არცერთი ორგანიზაციისგან არ მახსენდება. ეს არის რაგბის განვითარებისთვის, დაახლოებით 200 მილიონზეა საუბარი. ააშენა ეს ბაზები და გადასცა სპორტის ფედერაციას, თქვენი აზრით, მოისყიდა? „ქართუს“ გაკეთებულ საქმეებს თუ მოსყიდვას ეძახით, შეაფასოს საზოგადოებამ. თქვენი ლოგიკით, რაგბის ფედერაცია მოისყიდა? ააღორძინა ეკლესია-მონასტრები, ეკლესია მოისყიდა? უამრავი თეატრი გაარემონტა, მოისყიდა თეატრალური საზოგადოება, რომელიც ახლა აქეთ აკრიტიკებს? - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.