გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია „Smokey Bear” საქართველოშიც განხორციელდება

23-04-2024

ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას „SmokeyBear”, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს. „SmokeyBear” აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მხოლოდ შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ტყის ხანძარი“.


„SmokeyBear”-ის კამპანია ქართველ სპეციალისტებს აშშ-ის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა გააცნეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ხანძრების პრევენციის ნაწილში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი კომპონენტია.


„მადლობა ამერიკის სატყეო სამსახურს კამპანია „Smokey Bear” საქართველოში განხორციელების შესაძლებლობისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ტყის ხანძრების პრევენციის სწორად გატარება. ჩვენს რეინჯერებს და მეტყევეებს ხანძრის ადგილებზე შესაბამის ღონისძიებებში ჩართვა ევალებათ, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი როლი გვაკისრია, მათ შორის, პრევენციის ნაწილში;  რაც მეტი განათლება გვექნება ჩვენ და ჩვენს ახალგაზრდა თაობას, მით მეტად შევძლებთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა კარლო ამირგულაშვილმა.


სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს საქართველოს ველურ ბუნებაში ხანძრის პრევენციის სამუშაოები, ტყის ხანძრებთან მიმართებაში საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა და ტყის ხანძრების მართვის პრაქტიკა გააცნეს. შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრი, აშშ-ის სატყეო სამსახურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), CENN-ის და NACRES-ის წარმომადგენლები და დაინტერსებული მხარეები ესწრებოდნენ.