გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ველოდებით, რომ აქციის მონაწილეები მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, როგორც და სადაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს

23-04-2024

ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი.


„გუშინ იყო 350 ადამიანი შეკრებილი, საიდანაც უდიდესი უმრავლესობა იყო პარტაქტივი, დიმა ჩიქოვანის, ხაზარაძის და ა.შ. მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები. ამ 350 ადამიანიდან უმეტესობა ეს იყო პარტაქტივი. ჩვენ ველოდებით, რომ ისინი მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, შეიკრიბონ, როგორც უნდათ, სადაც უნდათ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ", - განაცხადა პრემიერმა.