გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ნინო წილოსანი: გამოცემა "პუბლიკა" აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას, ამჯერად, “ფეიკი” მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები

23-04-2024

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, გამოცემა “პუბლიკას” მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ციტატის დამახინჯებული ფორმით გავრცელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.

 

კერძოდ, წილოსანის განცხადებით, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას და ხელოვნური განაყოფიერების თემაზე კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციტატებს ავრცელებს. დეპუტატის თქმით, სინამდვილეში, მამუკა მდინარაძემ, დასმული კითხვის საპასუხოდ, პირიქით, მხარი დაუჭირა ქალებს მათი უფლებების რეალიზებაში.

 

“ონლაინ გამოცემა "პუბლიკა" თავის ჩვეულ სტილში აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. ამჯერად, მორიგი ფეიკი მამუკა მდინარაძის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატების გავრცელებაა და ამის კვალდაკვალ, ქალების უფლებების დაცვის მოტივს ამოფარებული აქტივისტების მუქარები

 

ვისაც რეალურად გაინტერესებთ შეგიძლიათ ლაივში მოუსმინოთ მამუკა მდინარაძეს. ის დასმულ კითხვას პასუხობს, საუბრობს ხელოვნური განაყოფიერების თემაზე და ამ კონტექსტშიც, პირიქით აღიარებს ქალის უფლებებს და მხარს უჭერს მათი უფლების რეალიზებას.

მორჩით ამ მდაბიო ფეიკებს, აღარ იყიდება” - წერს ნინო წილოსანი.