გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით კაჭარავა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე: ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია; ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს

24-04-2024

"ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. დეპუტატი ქუჩაში საკუთარი მანქანით მოძრაობისას, 51-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა აქციის შუაგულში და აქციის მონაწილეებმა მისგან კანონთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვეს. დავით კაჭარავა გადმოვიდა მანქანიდან და მიმართა ადგილზე შეკრებილებს.

                        

„დღემდე ვერ ვნახეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო ვერც ერთი არგუმენტი. უახლოეს დღეებში დაიწყება მუხლობრივი განხილვა და თუ ამ კონსტრუქციულ საუბარში გადავინაცვლებთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ ამბავს - ჩვენც მზად ვართ კონსტრუქციული საუბრისთვის.

 

შემოთავაზებაა, სატელევიზიო ეთერებში ვისაუბროთ ამ თემაზე და როგორც გითხარით, იქნება განხილვა და ვიმსჯელოთ. ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია. ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს. ეს არის მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის და მეტი დამოუკიდებლობა ავტომატურად ნიშნავს ჩვენი ხელისუფლების მეტ პასუხისმგებლობას.

 

ამიტომ, ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ყოველდღიურად გავხდებით უფრო მეტად დამოუკიდებელი. ევროკავშირში მიგვიღებენ ამაყად, ჩვენი ფასეულობებით და ჩვენი წინაპრების პატივისცემით," - განაცხადა დავით კაჭარავამ.