გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკა სეფაშვილი ევროპარლამენტის დებატებზე: თავადაც რომ იღებენ მსგავს კანონებს და ამ ფონზე მოიცალეს საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე სამსჯელოდ, გასაგებია, რომ ისინი ასრულებენ გარე აქტორების დაკვეთას

24-04-2024

„ეს არის ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროდირექტივა და ამ პირობებში, როდესაც მოიცალეს საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე სამსჯელოდ, ეს, ცოტა არ იყოს, არაბუნებრივად ჩანს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.


დეპუტატის თქმით, განხილვების გამართვა ამ საკითხზე, როცა ევროპულ ქვეყნებში განიხილავენ ანალოგიურ კანონპროექტებს, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ასრულებენ გარე ძალების მითითებებს.


„ევროპარლამენტში იმართება დებატები საქართველოში ქართულ კანონმდებლობაში გამჭვირვალობის შესახებ, რაც, ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენება, იქიდან გამომდინარე, რომ თავადაც იღებენ მსგავს კანონპროექტებს, რომლებიც გაცილებით უფრო მკაცრია. ეს არის ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროდირექტივა და ამ პირობებში, როდესაც მოიცალეს საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე სამსჯელოდ, ცოტა არ იყოს, არაბუნებრივად ჩანს, თუმცა გასაგებია, რომ ისინი ასრულებენ გარე აქტორების დაკვეთას და ჩვენ გვახსოვს ევროპარლამენტის არაერთი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც იყო გაჯერებული დეზინფორმაციით,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.