ორშაბათი, აპრილი 14, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
სამცხე–ჯავახეთში 800 000–მდე მბეჭდავი ქერქიჭამია გაანადგურეს

9-10-2018

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, წიწვოვან კორომებში გავრცელებულ მავნებელთან საბრძოლველად ხაფანგები ბორჯომის, ბაკურიანის, ასპინძის, ახალქალაქისა და ახალციხის ტყეებში ჯერ კიდევ ზაფხულში განათავსა.


სამცხე–ჯავახეთში 800 000–მდე მბეჭდავი ქერქიჭამია გაანადგურეს

 

„რეგიონის მასტაბით სულ 2 000 მწერსაჭერი იყო განთავსებული. ფერომონების საშუალებით ხაფანგებში 800 000–მდე მავნებელი მწერი - მბეჭდავი ქერქიჭამია განადგურდა. ზამთარში მწერი იძინებს და ამიტომ ოქტომბრის ბოლოს ხაფანგებს ავიღებთ. მავნებლების გასანადგურებლად სამუშაოები კი გაზაფხულიდან გაგრძელდება,“ – გვითხრა ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის სპეციალისტმა, გიორგი ბერეჩიკიძემ.

 

მავნებლის შესახებ, რომელიც რეგიონში ფიჭვისა და ნაძვის ხმობის ერთ-ერთი მიზეზია, მაისში „სამხრეთის კარიბჭე“ წერდა. სატყეო სააგენტომ მბეჭდავი ქერქიჭამიას გასანადგურებლად სამუშაოები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

 

მბეჭდავი ქერქიჭამია ქერქის დამაზიანებელ მავნებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საშიშია. მწერი ხის დაზიანებას კენწეროდან იწყებს, ჯერ ქერქს ჭამს, შემდეგ კი ლაფანს, რბილობს, რომლის საშუალებითაც ხის ფესვებიდან წვერამდე საკვები ნივთიერებები გადაადგილდება.

 

ეროვნული სატყეო სააგენტო ასევე იკვლევს, არის თუ არა ხეების ხმობის მიზეზი ვირუსული ან სოკოვანი დაავადებები. ლაბორატორიული კვლევის პასუხები 12 ოქტომბერს გამოქვეყნდება.



sknews.ge