გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გურამ მაჭარაშვილი: ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას დავთანხმდე

24-04-2024

უსამართლობა, არც ევროკავშირიდან არის ასატანი და არც სხვა რომელიმე ქვეყნიდან,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.


მისივე თქმით, ევროპარლამენტარების სანქციები, მას არ შეაშინებს და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე უარს ვერ ათქმევინებს.


„როდესაც ვსაუბრობთ უსამართლობაზე, ვგულისხმობთ იმ ევროპარლამენტარებს და ზოგიერთ ჩვენს კოლეგას, რომლებიც პატივს არ სცემენ ევროპულ ინსტიტუციებსაც კი. ასეთია ევროპის საერთაშორისო სასამართლო, რომელმაც არაერთხელ გამოიტანა გადაწყვეტილება პატიმარ სააკაშვილის დანაშაულებთან დაკავშირებით.


მიუხედავად ამისა, უტიფრად, უკანონოდ ითხოვენ სააკაშვილის გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. უსამართლობა, არც ევროკავშირიდან არის ასატანი და არც სხვა რომელიმე ქვეყნიდან. ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას დავთანხმდე,“ - განაცხადა მაჭარაშვილამა.