გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ახალციხეში "შემოდგომის ფესტივალი" 20 ოქტომბერს გაიმართება

9-10-2018

„შემოდგომის ფესტივალი“ შვიდ ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ახალციხის მერიამ ღონისძიება იმის გამო გადადო, რომ „თბილისობას“ ემთხვეოდა.

‘შემოდგომის ფესტივალი’ ახალციხეში 20 ოქტომბერს გაიმართება

 

ფესტივალი 20 ოქტომბერს ახალციხის ციხეზე დღის 12:00 საათზე დაიწყება და საღამოს 22:00 საათზე, საზეიმო კონცერტით დასრულდება.

 

მუნიციპალიტეტმა ფესტივალის ორგანიზებისთვის რვა ათასი ლარი გამოყო და ტენდერი ხელმეორედ გამოაცდა. ტენდერში გამარჯვებულმა ღონისძიებისთვის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია, ხუთი ფანჩატური, ხუთი მაგიდა და 20 სკამი უნდა შეიძინოს. ტრადიციული მესხური სამზარეულო კუთხეების მოსაწყობად კი ოთხი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 75 კილოგრამი სამწვადე ხორცი, 30 კილოგრამი სახაჭაპურე ყველი, ხუთი ლიტრი მზესუმზირის ზეთი და 10 კილოგრამი გარჩეული კაკალი უნდა იყიდოს. გათვალისწინებულია 30 კაციანი ვახშამიც.

 

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა, ფესტივალის სტუმრებს ადგილზე მომზადებული მესხური კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ.

 

ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეებს მერია მედლებითა და სიგელებით დააჯილდოებს.



sknews.ge