გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე ნაირა გელაშვილს: თუ მე ვარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოსთვის ასეთ კარგ პროექტებს ახორციელებს, მე ძალიან ამაყად და თამამად ვიტყვი, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში

24-04-2024

„პრაქტიკულად პირველი ადამიანია ქალბატონი ნაირა ვინც შემოვიდა ამ მსჯელობაში და არგუმენტის მაგვარი დაასახელა და დიდი მადლობა მას. როგორ შეიძლება უცხოური ძალის ინტერესები მაინცდამაინც წარმოვიდგინოთ ნეგატიურ კონტექსტში. მაგალითად, ევროპული ფონდებიდან, ევროკავშირიდან, როდესაც შემოდის გარკვეული თანხა და ის ხმარდება კარგ საქმეს, სასწავლო დაწესებულებების, ფერმერების და ბევრი სხვა მიმართულებით და ემთხვევა ქართულ ინტერესებს, ეს არის მხოლოდ ევროპის და ევროპული ფონდების პოზიტიური და საამაყო თუნდაც, გადაჭარბების გარეშე, ინტერესი საქართველოში და მაშინ თუ მე ვარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელიც საქართველოსთვის ასეთ კარგ პროექტებს ახორციელებს, მე ძალიან ამაყად და თამამად ვიტყვი, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. ამის ნეგატიურად წარმოჩენა შეიძლება?“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანმა მამუკა მდინარაძემ მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წერილზე საპასუხოდ განაცხადა.


მდინარაძემ აღნიშნა, რომ გარკვეული ენჯეოები არიან არა ქართული და არა ევროპული ინტერესების გამტარებლები და ატარებენ ისეთ ინტერესებს, რომლებიც მართლაც ნეგატიურია, ხარჯავენ შავ ფულს ისეთ ადგილებში, რისი გამხელაც არ სურთ და ესირცხვილებათ.


„დიახ მე თუ ვარ ენჯეოს წარმომადგენელი და ვხელმძღვანელობ იმ ენჯეოს, რომელიც ევროპულ ფულს ხარჯავს საქართველოსთვის სასიკეთოდ, ეროვნულ თუ სხვა პრაქტიკულად პოზიტიურ საქმეებში, მე დიდი სიამაყით ვიტყვი, რეესტრში ჩავეწერები, რომ მე ვარ ევროპული ძალის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და ეს ევროპული ინტერესები არის ძალიან კარგი. მაგრამ სინამდვილეში ჩვენს ამ საკითხში ოპონენტებს, რუსული, რუსულიო თუთიყუშივით რომ გაიძახიან იცით რისი ეშინიათ? რომ ისინი, ბევრი მათგანი, განსაკუთრებით მდიდარი ენჯეოები ატარებენ ისეთ ინტერესებს, რომლებიც მართლაც ნეგატიურია, ხარჯავენ შავ ფულს ისეთ ადგილებში, რისი გამხელაც არაფრით არ უნდათ და ესირცხვილებათ და სწორად შეიძლება ფიქრობენ, როგორც კი გამჟღავნდება ისინი აღმოჩნდებიან არა კარგი, არა პოზიტიური, არა ქართული და არა ევროპული ინტერესების გამტარებლები“, - განაცხადა მდინარაძემ.