გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან ნიკოლეიშვილი: ზურაბიშვილს გრიგორიადისი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია, დაავალეს და მანაც აღასრულა - ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, კანონს, ხალხს

24-04-2024

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდადებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილს გრიგორიადისის შეწყალება დაავალეს, რაც მან სიამოვნებით შეასრულა.


ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილმა თავისი საქციელით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის პატივს არ სცემს საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს და ქართველ ხალხს. მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტის გამოცემით, ქართველ პოლიციელებს "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა.


„ვისაც ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი „თეთრი ბაირაღები“ წაკითხული აქვს, ის ეპიზოდიც უნდა ახსოვდეს, როცა საკანში მყოფები ერთ-ერთის საბრალდებო დასკვნის გაცნობის შემდეგ, ლამის სასიკვდილოდ სცემენ პატიმარს. ასევე გემახსოვრებათ, როგორ უხსნის ცემის მიზეზს ბატონი ისიდორე ზაზა ნაკაშიძეს, ამათ (ციხეში მყოფებს) რომ უყურებ თავიანთი ცოლები და ოჯახები მეგობრებისა და ძმაკაცების იმედზე ჰყავთ დატოვებულიო (იმ ნაცემმა პატიმარმა კი როგორც გაირკვა ძმაკაცის ცოლზე იძალადა). ახლა წარმოვიდგინოთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობის გამო იყო დაპატიმრებული, სააკაშვილის დროინდელ, სისასტიკით გამორჩეულ ციხეში რომ მოეთავსებინათ... ცხადია, მე იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი, რომელსაც ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია ადამიანის ცემა-ტყეპა, წამება, მით უმეტეს, როდესაც საქმე პატიმარს ეხება; მიესაჯა და მორჩა - უნდა მოიხადოს სასჯელი.


თუმცა, იმის გაგებაც მიჭირს, ზე-დემოკრატიულ და ზე-განვითარებულ ნორვეგიაში, როგორ აკმაყოფილებენ ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებული ბრეივიკის (ახალგაზრდულ ბანაკში,რომ შევარდა და რამდენიმე ახალგაზრდა სიცოცხლეს გამოასალმა!) თხოვნას მისთვის დამატებით რაოდენობის შოკოლადის გამოყოფაზე. კარგი, თავს დავანებებ ნორვეგიას, თუმცა, წამით არ მეპარება ეჭვი იმის თაობაზე, ანდერს ბრეივიკს სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად შეიწყალებდა. კი ბატონო, რასაკვირველია თუ დაავალებდნენ ისე, როგორც დღეს შეიწყალა პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობისთვის დაპატიმრებული გრიგორიადისი. მას ის არავითარი ჰუმანური მოსაზრებით არ შეუწყალებია - უთხრეს, დაავალეს და მანაც სიამოვნებით აღასრულა შესაბამისი აქტი. იკითხავთ, რატომ? - რატომ და, თავისი აზრით, კიდევ ერთხელ ამწარებს „ქართულ ოცნებას,“ სინამდვილეში კი, ადასტურებს, რომ ის, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მავნებელი, პატივს არ სცემს არ საქართველოს კონსტიტუციას, არც კანონს, ხალხს და თუ ვინმე განსაკუთრებით ეზიზღება და მტრობს, ეს ქართველი პოლიციელებია. ამიტომაც, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ქართულ პოლიციას კიდევ ერთხელ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი“, - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკზე.