გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამეგრელოში თერთმეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა

24-04-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერა.


„მსხვილი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა აგროკრედიტით ხელმისაწვდომი იყო. მცირე მეწარმეებისგან მხარდაჭერის პროგრამაზე იყო მოთხოვნა და ასეთი პროგრამაც შემუშავდა. ფერმერები, რომლებიც გაერთიანდებიან და შექმნიან კოოპერატივს, ტექნიკის შესაძენად მიიღებენ 50 პროცენტიან თანადაფინანსებას. მნიშვნელოვანია ფერმერების აქტიურობა და სახელმწიფო მზადაა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს „ეწერი 2023", „აგრო გეზათი 2024“ და „სუჯუნა 2024“, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯამურად, 395,327 ლარის ღირებულების   ტრაქტორებისა და იმპლემენტების შეძენა 197, 664 ლარით  დაუფინანსდათ. 


აღნიშნული პროგრამით, 2023-2024 წლებში, საქართველოს მასშტაბით 62 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს დაუფინანსდა 7,275,591  ლარის ღირებულების 331 ერთეული გამწევი ტექნიკისა და იმპლემენტების  შეძენა ღირებულების 50%-ით,  3,631,281 ლარით. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2023-2024 წლებში, თერთმეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  სახელმწიფოსგან, 62 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორი და იმპლემენტები) შესაძენად,  ღირებულების 50%-ის (640,000 ლარზე მეტი) თანადაფინანსება  მიიღო; მათ შორის, აბაშის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, შვიდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 423,273 ლარით დაუფინანსდა  43 ერთეული ტექნიკის (ტრაქტორი და იმპლემენტები) შეძენა.

2016-2023  წლებში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 7500 ერთეული, 440 მლნ ლარზე მეტი ღირებულების, სხვადასხვა სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტებია შეძენილი. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 122 მლნ ლარს აღემატება.