გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

Le Figaro: საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა

25-04-2024

პოპულარული ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა მეთიუ როსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა. მეთიუ როსი სვანეთში ფრი-რაიდის მსოფლიო ტურს დაესწრო და საქართველოს სამთო კურორტები დაათვალიერა.


„კავკასიაში მდებარე ამ პატარა ქვეყანას პოპულარულ სათხილამურო მიმართულებად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვს. ქართველები სტუმართმოყვარეები არიან, ფასები ხელმისაწვდომია და მთები კიდევ შესანიშნავი. ვინ იფიქრებდა საქართველოში სათხილამუროდ წამოსვლას? თუმცა სვანეთში, თეთნულდზე ფრი-რაიდის მსოფლიო ტურის ჩატარებით საქართველო პროფესიონალ მოთხილამურეთა რუკაზეა წარმოდგენილი და უკვე ცდილობს მოთხილამურეთა დიდი ნაკადის მოზიდვას“-წერს Le Figaro-ს ჟურნალისტი.


მეთიუ როსი აღწერს კავკასიონის მთებს, მესტიის, ჰაწვალის, თეთნულდის,  გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძის სამთო კურორტების ინფრასტრუქტურას, სერვისებს, ფასებს და  საჰაერო მარშრუტებს თუ როგორ შეიძლება ევროპული ქალაქებიდან საქართველოში მოხვედრა.