გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ

25-04-2024

პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ.


პარტიის ლიდერებმა და წევრებმა შეხვედრის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს და ხაზი გაუსვეს „ხალხის ძალის" პოზიტიური როლს ქვეყნის პოლიტიკურ გარემოში.


„ხალხის ძალის“ ლიდერების განცხადებით, ახლა უკვე პარტიის ფორმატში, „ხალხის ძალა" კვლავ გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისთვის.


ლიდერებმა პარტიის წევრებთან, ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და აღნიშნეს, რომ „ხალხის ძალა" საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს.