გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზესტაფონში ქარხნის ეზოში არსებული მტვრის გროვა ბალახის საფარით დაიფარება

9-10-2018

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის ინიციატივით, ზესტაფონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ქარხნის ეზოში არსებული მტვრის გროვა ბალახის საფარით დაიფარება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.


„წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები მტვრის გროვის დაფარცხვით დაიწყო და ბალახის ჰიდრო დარგვის პროცესით გაგრძელდება, რასაც ერთი კვირა დასჭირდება. აღნიშნული საკითხის მოგვარებას პოლონური კომპანია ,“აგრო მაქს დეკორი“ აწარმოებს და გაწერილი ვადით ორ თვეში დასრულდება.


მიმდინარე სამუშაო პროცესი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ ვასილ გველესიანთან ერთად ადგილზე დაათვალიერა, ღონისძიება დადებითად შეაფასა და ქარხნის სპეციალურ მმართველს მსგავსი სასიკეთო საქმეების წამოწყებაში მხარდაჭერა გამოუცხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


„ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელის ვასილ გველესიანის თქმით, ფეროშენადნობთა ქარხანა იღებს ვალდებულებას იზრუნოს ზესტაფონის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.


„ვფიქრობ მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვა კომპანიებიც უნდა დაინტერესდნენ და ჩაერთონ მსგავს ღონისძიებებში, რადგანაც ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პირდაპირი ვალდებულება“,- აღნიშნა გველესიანმა.


მანამდე, ვიდრე მტვრის გროვა გამწვანდება, ქარხანაში დანამვის სისტემა მოეწყო, რაც მტვრის ნაკლებ გაფანტვას უზრუნველყოფს.



ipn.ge