9-10-2018
7 ოქტომბერს, „დილა“ - „ტორპედო ქუთაისის” მცირე დროით შეწყდა. ამის მიზეზი ძაღლი გახდა, რომელიც მოულოდნელად სტადიონზე, თამაშის 68-ე წუთზე შევარდა. ძაღლის სირბილს მთელი სტადიონი აკვირდებოდა, რამდენიმე დღეში კი ძაღლი მსოფლიოში უფრო პოპულარული გახდა და ქართულ სტადიონზე მომხდარ ამბავს ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ პოსტი მიუძღვნა.