გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა

25-04-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ევროდეპუტატები ევროკომისიისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.


როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, 29 აპრილის შეკრება ყველაზე მკაფიო გზავნილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, თუ ვის და რას უჭერს მხარს ქართველი ერი.


„რეზოლუცია, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობასა და იბრძვის რეალური სუვერენიტეტისათვის, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა, ჩაიდინა უამრავი დანაშაული და ნაბიჯ-ნაბიჯ გახადა ქვეყანა საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული, თავისუფლად შეუძლიათ 400 ეგზემპლარად გადაამრავლონ, ჯერ ექვსად, მერე ოთხად, ბოლოს კი ორად გადაკეცონ და შეიტენონ ბალიშის ქვეშ, რომ ღამღამობით იკითხონ ხოლმე!


მოკლედ, როდესაც არ სურთ რეალობა დაინახონ, დემონსტრირება უნდა მოუწყო. ჰოდა, 29 აპრილის შეკრება ყველაზე მკაფიო გზავნილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, თუ ვის და რას უჭერს მხარს ქართველი ერი!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.