გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფო კილაძე: ნატო და აშშ მდივნის განცხადებები მსოფლიო დონეზე საქართველოს თავდაცვის  რეფორმების უპრეცედენტო აღიარებაა

9-10-2018

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრის, სოფო კილაძის განცხადებით, ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენლისა და აშშ-ს თავდაცვის მდივნის განცხადებები საქართველოს თავდაცვის სისტემის მსოფლიო დონეზე წარმატების აღიარებაა.

 

ასევე, სოფო კილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“ თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრზე თავდასხმაშიც დაადანაშაულა.

 

„აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა და ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ,  საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მიერ განხორციელებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცეს.

 

ეს არის საქართველოს თავდაცვის სისტემის წარმატების აღიარება მსოფლიო დონეზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომლის წევრად გახდომა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. მსგავსი შეფასებები უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ის ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი პარტნიორები იმ ნაბიჯებს ხედავენ, რომელთაც საქართველო ამ კუთხით დგამს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი წარმატებები უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ნატოში.

 

ამ ფონზე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა „რუსთავი2“-ის თავდასხმა თავდაცვის სამინისტროზე და პირადად მინისტრზე. ვფიქრობ, ეს უკავშირდება სწორედ იმ წარმატებას, რომელსაც საქართველომ თავდაცვის სფეროში მიაღწია სწორედ ლევან იზორიას მინისტრობის დროს. სამწუხაროდ, ტელეარხი, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში ობიექტურ, მიუკერძოვებელ ინფორმაციას უნდა ავრცელებდეს,  ცდილობს სიცრუის ტირაჟირებით გადაფაროს ის წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ნატოსთან და აშშ-სთან ურთიერთობისა და თავდაცვის რეფორმების სფეროში,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.