გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არჩილ თალაკვაძე: ნუ სწყინს არასამთავრობო სექტორს, როდესაც მათ მიკერძოებაში ადანაშაულებენ

9-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსთავი2“-ში და“რადიო თავისუფლებაში“ გასულ გადაცემებზე, სადაც ხელისუფლების წევრების ცოლების მიმართ  ტენდენცია დისკრიმინაციული და ქალთა უფლებების შემლახავია, რეაგირება არ მოუხდენიათ.


„რუსთავი 2“-მა და „რადიო თავისუფლებამ“ ერთხმად, რაღაც კოალიციურ რეჟიმში გააკეთეს გადაცემა ხელისუფლების წევრების ცოლებზე, სადაც მთელი ტენდენცია დისკრიმინაციული და ქალთა უფლებების შემლახავია და  გენდერული თანასწორობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.


გადაცემაში გაშუქებული იყო, რომ ცოლებმა თავიანთი სამსახურები, კარიერა და შემოსავალი ქმრების ხარჯზე შექმნეს. ჩამოთვლილ მაგალითებში პრაქტიკულად ყველას 8, 9, 10, 11 წლის წინ აქვთ დაწყებული მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციაში, საჯარო სექტორში, აქვთ დაწინაურებები და აქვთ თავიანთი კარიერა. ისინი არიან განათლებული და დამოუკიდებელი ქალები, რომლებიც შრომობენ და ამ საზოგადოების წევრები არიან. ამ ადამიანებზე შეურაცხყოფის და მათი დისკრიმინაციის რეჟიმში გაკეთდა გადაცემა და ვერ ვნახე ვერც ერთი ორგანიზაცია - ქალთა უფლებების დამცველი ან დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ან გენდერზე მომუშავე  - რომელმაც ხმა ამოიღო ან გააკრიტიკა ეს გადაცემა. ამიტომ ნუ სწყინს არასამთავრობო სექტორს, როდესაც მათ მიკერძოებაში ადანაშაულებენ,“  - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.