გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: თუკი ევროპამ ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ არ გააკეთა, ევროკავშირი დაიშლება, იგი შეეწირება დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ თამაშებს

26-04-2024

"დღეს ამერიკას აწყობს ომის გახანგრძლივება უკრაინაში, რასაც ეწირება ევროპა," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, გარდა უკრაინის ომისა, ევროპაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიც.

 

"უკრაინის ომით გამოწვეული ევროპული ქვეყნების სტაგნაცია კიდევ დიდხანს გასტანს, თუკი ცვლილებები არ განხორციელდა ევროპულ პოლიტიკაში. ცვლილებები უნდა განხორციელდეს მშვიდობის და სტაბილურობის სასარგებლოდ. საქართველომ გააკეთა ამ ორს შორის არჩევანი, ახლა ევროპის ჯერია. თუკი ევროპა ამ არჩევანს არ გააკეთებს ივნისის არჩევნებში, მაკრონის სიტყვები გამართლდება და ევროკავშირი აუცილებლად დაიშლება. ევროკავშირი - ეს არის ევროპულ სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება. ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის მიზანია ადამიანების, საქონლის, სერვისებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა ერთიან, შიდა ბაზარზე.

 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა კაპიტალის შიდა თავისუფალი გადაადგილებაც კი შეაფერხა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მაინც ახერხებენ რუსეთის ნედლეულის მიღებას სხვადასხვა გზით, მათი ეკონომიკა ყველაზე მეტად განიცდის ვარდნას. უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკა მიყვება ამერიკის პოლიტიკას. ამერიკა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, განსხვავებით ევროპისგან. ამერიკის ეკონომიკა იზრდება, ევროპის კი კლებულობს.

 

უკრაინისთვის ამერიკისგან გამოყოფილი ახალი სოლიდური დახმარება მიუთითებს იმაზე, რომ ომის რიტორიკა გაძლიერდება არა მარტო საქართველოში, არამედ, ევროპაშიც. საქართველო დიდი ნებისყოფის შედეგად, თავს ართმევს მშვიდობის შენარჩუნებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, განსხვავებით ევროპისგან. ევროპის არჩევანი არ არის სრულად ევროპელების ხელში. დიდი ფული ოკეანის გაღმიდან იქაც პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკაში იხარჯება. დღეს ამერიკას აწყობს ომის გახანგრძლივება უკრაინაში, რასაც ეწირება ევროპა.

 

გარდა უკრაინის ომისა, ევროპაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებიც. მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობიდან გამომდინარე, ამ მხრივ სერიოზული პრობლემებია და არავინ იცის, როდის იფეთქებს ეთნო-კონფლიქტები ევროპულ სახელმწიფოებში. ამიტომ, ივნისის არჩევნები იქნება გადამწყვეტი ევროპისთვის. გაუძლებს თუ არა ევროპა ამერიკული ფულით შეტანილ პოლიტიკას და დაიბრუნებს თუ არა სუვერენიტეტს, ამაზე პასუხი ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გვექნება. მინდა მჯეროდეს, რომ უდიდესი კულტურის მქონე ევროპა კიდევ დიდხანს გასტანს და არ შეეწირება დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ თამაშებს”- წერს ჩიბურდანიძე.