გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსთაველებმა კარგად დაინახეს „ქართული ოცნების“ გუნდის და გახარია-ნაცების მმართველობას შორის სხვაობა - ალექსანდრე დალაქიშვილი

26-04-2024

„ჩვენ გვაქვს გულწრფელი ემოცია და სურვილი, რომ რუსთაველებმა მეტი სიკეთე მიიღონ და ამაში დესტრუქციული ძალები ხელს ვერ შეგვიშლიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი აცხადებს.


„რუსთაველებმა კარგად დაინახეს „ქართული ოცნების“ გუნდის და გახარია-ნაცების მმართველობას შორის სხვაობა. ქალაქი ვითარდება და განვითარების ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს. ჩვენ გვაქვს გულწრფელი ემოცია და სურვილი, რომ რუსთაველებმა მეტი სიკეთე მიიღონ და ამაში დესტრუქციული ძალები ხელს ვერ შეგვიშლიან.


ჯანსაღი ოპონირება მისაღებია, მაგრამ მავნებლობა არ გაუვათ. ჩვენი გუნდი, ნინო ლაცაბიძის ხელმძღვანელობით და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, რუსთავს, განვითარების კიდევ ახალ ეტაპზე გადავიყვანთ", - აცხადებს ლექსო დალაქიშვილი.


შეგახსენებთ, „ქართული ოცნების" ფრაქციის დეპუტატებმა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების გადაყენების პროცედურა დაიწყეს, რის შემდეგაც, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს.