გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

Euractiv: ივლისში, ევროპარლამენტარების ახალი ჯგუფის ერთ-ერთი პირველი ამოცანა შეიძლება იყოს მათი კოლეგებისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა პირველივე სამუშაო დღეს

26-04-2024

ივნისის ევროპული არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ევროპარლამენტის ბოლო პლენარულ სესიაზე ჯაშუშობისა და უცხოური ჩარევის ბრალდებები დომინირებდა, მაგრამ აღშფოთება, სავარაუდოდ, გაგრძელდება საზოგადოებრივ დებატებში არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არამედ მას შემდეგაც, რაც სიტუაცია უფრო ჩაწყნარდება, - ამის შესახებ გამოცემა Euractiv წერს.


სტატიის თანახმად, "Qatargate"-მა (ცნობილი როგორც "კატარგეითი"), "Russiagate"-მა და ახლა უკვე "Chinagate"-მა, შეძრა პარლამენტის ბოლო პლენარული სხდომა, რამაც ევროპარლამენტარები მსუბუქ პანიკაში ჩააგდო.


ევროპარლამენტის წევრებმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ეთიკის ორგანოს შექმნას, რომელიც ჩამოყალიბდა "კატარგეითის" სკანდალის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავს არჩეული ან დანიშნული თანამდებობის პირების მიერ დანაშაულის პრევენციას ევროკავშირის ინსტიტუტებში ეთიკური პრინციპების სტანდარტიზაციით და მონიტორინგით. თუმცა, ეთიკის ორგანო, რომელსაც არ აქვს სანქციების უფლებამოსილება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოსავალი იყოს.


„ჩვენ ნამდვილად უნდა ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან. (...) მაშინაც კი, თუ ყველა ეს განცხადება სიმართლეს შეესაბამება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ეს არის დანაშაული, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ასე რომ, თუ ადამიანებს სურთ დაარღვიონ სისხლის სამართლის კანონი და მიიღონ პატიმრობა, თქვენ არ შეაკავებთ მათ ეთიკის ორგანოთი, ეთიკის წესების ან რაღაც მსგავსის დაწესებით. ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“ - ამის შესახებ Euractiv-ს პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა და გერმანელი სოციალისტების წამყვანმა ევროპარლამენტარმა კატარინა ბარლიმ განუცხადა.


როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეები ჯერ კიდევ სასამართლოს ხელშია, შეშფოთებულმა კანონმდებლებმა იჩქარეს მოითხოვონ შემდგომი შიდა რეფორმები უსაფრთხოების გასაძლიერებლად, 2023 წლის სექტემბერში "კატარგეითის" შემდგომ შემსუბუქებული რეფორმის ბოლოდროინდელი დამტკიცების მიუხედავად.


ახლა ევროპარლამენტარები კვლავ ითხოვენ უსაფრთხოების გაძლიერებას პერსონალისთვის, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისთვის, მაგრამ მათი პროტესტი იგნორირებული დარჩება, სულ მცირე, ივლისამდე, რადგან პარლამენტი ამ კვირას შეაჩერებს მუშაობას. თუმცა, ამ შემთხვევების გარშემო ხმაური გაგრძელდება, რადგან მოსალოდნელია ახალი დეტალების გამოვლენა.


Euractiv-ის თანახმად, პოლიტიკური ძალები ევროკავშირის ქვეყნებიდან, სადაც ულტრამემარჯვენე ძალები უფრო ძლიერდება, სავარაუდოდ გამოიყენებენ ამ შემთხვევებს საკუთარ კამპანიაში. ბელგიის პრემიერ მინისტრი ალექსანდერ დე კროს, რომელიც რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის წინა პლანზე დგას, ეროვნული, ადგილობრივი და ევროპული არჩევნების წინ მძიმე ბრძოლა ელის მემარჯვენე პოლიტიკურ პარტია "Vlaams Belang"-ის წინააღმდეგ.


„საინტერესოა, რომ ივლისში ევროპარლამენტარების ახალი ჯგუფის ერთ-ერთი პირველი ამოცანა შეიძლება იყოს მათი კოლეგებისთვის იმუნიტეტის ჩამორთმევა პირველივე სამუშაო პირველივე დღეს“, - წერს გამოცემა.