გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

არჩილ თალაკვაძე რუსთავში ამომრჩევლებს შეხვდა

9-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცადებით, საპრეზდიენტო კანდიდანტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეების უფლებების, ინტერესების დამცველი იქნება.

 

ეს განცხადება მან რუსთავში ამომრჩეველთან შეხვედრაზე გააკეთა.

 

„ახლა ვუყურებ აუდიტორიას და ძალიან ბევრი პოლიტიკით, სოციალურ- ეკონომიკური პროცესებით დაინტერესებული ქალია ამ დარბაზში. ქალები, რომლებიც მუშაობენ, რომლებიც შვილებს ზრდიან, ასწავლიან სკოლებში და რომლებიც ჩვენს საზოგადოებას დიდ საქმეს უკეთებენ. დიახ, ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სწორედ თქვენი არჩევნები. დღეს მოდის ლიდერი და  ამ კამპანიაში ლიდერი ქალბატონი მონაწილეობს, რომელიც სწორედ თქვენი უფლებების დამცველი, თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი იქნება პირველ რიგში! ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.