გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარაში საგანმანათლებლო პროექტი „გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“, გრძელდება

26-04-2024

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი „გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“, რომლის მიზანია გააღვივოს მოზარდებში ინტერესი კულტურული მემკვიდრეობისადმი; გააცნოს მოსწავლეებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციფიკა და პროფესიული თავისებურებები;


პროგრამის ფარგლებში პირველ დღეს ჩატარდა საგანმანათლებლო შემეცნებითი გაკვეთილი თემაზე: ,,ქართული ორნამენტი’’, მოსწავლეებმა მოისმინეს ქართული ორნამენტის წარმოშობის ისტორია, გაეცნენ ორნამენტის სახეობებს, დარგებსა და თანაკვეთებს.


დაამზადეს თამარ მეფის ჯვრის ანალოგები. შემეცნებითი აქტივობა ჩაატარა მარინე ითონიშვილმა. მეორე დღე დაეთმო თემას: ,,პრეისტორია და პრეისტორიული ხანის ე.წ გამოქვაბულის მხატვრობას. ბავშვები გაეცნენ პირველყოფილი ადამიანის მიერ შექმნილ ნახატებს და შეეცადნენ პირველყოფილი მხატვრობიდან შერჩეული ნახატების ასლების დამზადებას. აქტივობას უძღვებოდა ირმა ბერიძე.


საგანმანათლებლო გაკვეთილებს ქ.ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-4 კლასის (პედაგოგი - მაია იმნაძე) და მატათა მოციქულის სახელობის ფერიის სკოლის მე-5, მე-6 კლასის (პედაგოგი - მარიამ ურუშაძე) მოსწავლეები დაესწრნენ.