9-10-2018
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ზუგდიდიდან აგვისტოსა და სექტემბერში 70 ლარი შესწირეს. სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ ზუგდიდში მცხოვრებმა ნინო ქადარიამ ოპოზიციურ პარტიას სექტემბერში - 50, ინგა გერგედავამ კი 20 ლარი გადაურიცხა.
1-30 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულება 442,691 ლარი ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო, შემდეგ ადგილზე სალომე ზურაბიშვილია - 332,245 ლარით.
სექტემბერში "ევროპულმა საქართველომ" 91,196 ლარის შემოწირულება მიიღო; "ახალმა საქართველომ" - 35,000 ლარი; დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბესარიონ თედიაშვილმა - 13,000 ლარი; "თავისუფალმა დემოკრატებმა" - 9,700 ლარი; "გირჩმა" - 4,600 ლარი; "თავისუფალი საქართველო" - 1,010 ლარი; "ეროვნული ფორუმი" - 350 ლარი; დამოუკიდებელი კანდიდატი კახაბერ ჭიჭინაძე - 200 ლარი; "ქართლი ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 20 ლარი.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.