გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

„ჩვენი ვეფხისტყაოსანი"- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო

27-04-2024

განათლების კოალიციასა და ლიბერთის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" დაწესდა.


პრემიაზე განაცხადების მიღება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge 26 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები და მათგან სამი პრემიის მფლობელი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება.


პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით ლიბერთისგან 2000 – 2000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტებები კი სამახსოვრო სიგელებს და ვეფხისტყაოსნის სასუვენირო გამოცემას მიიღებენ.


კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან: ალექსანდრე ლორთქიფანიძე-მწერალი; თეონა ბექიშვილი-თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგი; ლევან გელაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი; ოქტაი ქაზუმოვი - ფილოლოგი, მთარგმნელი და ნატა ლომოური-ისტორიკოსი, კულტურის მენეჯერი.


"ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ხელი შევუწყოთ ამ ნაწარმოების სწავლა-სწავლების შემდგომ გააზრებას და მის განვითარებას. ეს პრემია მიზნად ისახავს ერთი მხრივ მოვახდინოთ ამ საკითხის აქტუალიზება, ბიძგი მივცეთ ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივებს, ჩავრთოთ და დავაკავშიროთ სხვადასხვა აქტორები. თუმცა რა თქმა უნდა ჯილდოს მისიიდან გამომდინარე მთავარი მიზანი გახლავთ წავახალისოთ ჩვენი მასწავლებლები, დავეხმაროთ მათ საკუთარი პრაქტიკის განვითარებასა და გაზიარებაში"-ირინა ხანთაძე, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე.


,,გვიხარია რომ ლიბერთისა და განათლების კოალიციას შორის შედგა თანამშრომლობა და დავაწესეთ პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი". შეუძლებელია ვეფხისტყაოსანი შაბლონურად, ერთი სტანდარტით ისწავლებოდეს, მნიშვნელოვანია მასწავლებლის ინდივიდუალური მიდგომა, საკუთარი ხედვა და დამოკიდებულება. ვფიქრობთ, ამ მხრივ პრემია „ჩემი ვეფხისტყაოსანი" შესანიშნავი სტიმულია ჩვენი მასწავლებლებისათვის გამოიჩინონ მეტი ინდივიდუალურობა და ინიციატივა ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში. ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთელი რესურსი განათლებისკენ არის მიმართული, ამიტომაც ამ დიდ საქმეში ჩვენ დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით ვერთვებით"-თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.


მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.