გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

9-10-2018

ახალციხეში, საბარგო სადგურზე ერთმანეთს ერთი მიმართულებით მოძრავი „მაზის“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.


ავარია ახალციხეში - ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი მანქანები შეეჯახნენ

 

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა.

 

როგორც „მაზის“ მძღოლი ამბობს, „მერსედესი“ მაშინ შეეჯახა, როდესაც მარცხნივ უხვევდა.

 

„ქალაქიდან გამოვედი, შევანელე და მეორე ხაზში გადმოვედი, რომ გადამეხვია. „მერსედესი“დიდი სიჩქარით მოდიოდა, უკნიდან შემეჯახა და გზის მარჯვენა ნაპირზე გადამაგდო“, – ამბობს „მაზის“ მარკის ავტომობილის მძღოლი.

 

„მერსედესის“ მარკის ავტომობილი კი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში „მაზის“ მარკის ავტომობილის მძღოლს ადანაშაულებს.

 

ორივე მანქანაში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ. მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირვებიათ.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარე განათების ბოძი დაზიანდა.

 

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.



sknews.ge