27-04-2024
„ამერიკელი სენატორების წერილი, სადაც ჩვეულებრივი პლანტატორივით გვიბრძანეს, რომ ან მათი სურვილით ვიმოქმედებთ ან დავისჯებით, თავხედობის და უტიფრობის უმაღლესი გამოვლინებაა! კორექტულადაც აღარ იწუხებენ თავს და პირდაპირ, მუქარით ცდილობენ თავზე გადაგვახიონ სუვერენიტეტი…“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება საქართველოსთვის გზავნილია, რომ ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე დგას და „მამულს, ენას და სარწმუნოებას ქუდზე კაცი ესაჭიროება!“
„მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვა”… ყველა ზღვარი მოშალა „გლობალური ომის პარტიამ“ და უკვე ღიად, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, კონფრონტაციაზე გადმოვიდა.
ამერიკელი სენატორების წერილი, სადაც ჩვეულებრივი პლანტატორივით გვიბრძანეს, რომ ან მათი სურვილით ვიმოქმედებთ ან დავისჯებით, თავხედობის და უტიფრობის უმაღლესი გამოვლინებაა! კორექტულადაც აღარ იწუხებენ თავს და პირდაპირ, მუქარით ცდილობენ თავზე გადაგვახიონ სუვერენიტეტი… ჰოდა თუ გეგონათ, რომ სეტყვა მოვიდა, კი დაგხვდათ ქვა… საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და ღიად გამოხატა შეშფოთება უცხო ქვეყნებიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის, ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის გადაკეთების მცდელობისა და უღმერთობის პროპაგანდირების გამო. ეს გზავნილია სრულიად საქართველოსთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე დგას და ახლა არის დრო, როდესაც მამულს, ენას და სარწმუნოებას ქუდზე კაცი ესაჭიროება! უსამშობლოებს გეტყვით - იმდენად სულელები აღმოჩნდით, რომ ის ვერ გათვალეთ, უსამართლობა და უღმერთობა ქართველი ერისათვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხებია. თუკი რაიმე ისტორიული გაერთიანება და ქართველი ერის გამთლიანების მაგალითებია ისტორიაში, ყველა უსამართლობის გამო და უღმერთობის წინააღმდეგ მოხდა.
ჰოდა ახლა, მიძინებული ქართველის ბუნება გააღვიძეთ და სრულიად ერი გააერთიანეთ. ქართველ ერთან ბრძოლა კი არავის მოუგია!
29 აპრილს მთელმა საქართველომ უნდა გავაწნათ სილა ადგილობრივ და საერთაშორისო რჯულის ნაძირალებს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.