გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლაშა ხუციშვილი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სინერგიით

27-04-2024

საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სინერგიით - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა „ADB Insight"-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს, რომელშიც მონაწილეობენ ADB-ის პრეზიდენტი მასა ასაკავა, EBRD-ის პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო. დისკუსიას უძღვებოდა ნიშა პილაი, რომელიც წლების განმავლობაში BBC World News-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და Asia Today-ის წამყვანი იყო.


ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილებასა და ერთობლივად განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე.


„ის ფაქტი, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) და ზოგადად, განვითარებაზე ორიენტირებულ ყველა საერთაშორისო ინსტიტუტთან, რომელიც ფარავს ჩვენს რეგიონს, არის უზარმაზარი შესაძლებლობა, თავად საქართველოს ჰქონდეს კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი და ასევე, ისარგებლოს საკმაოდ განსხვავებული ფინანსური ინსტრუმენტებით, რომლებსაც განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორები აწვდიან ქვეყანას. ფინანსური თანამშრომლობა და ხსენებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის, არამედ ექსპერტული ცოდნის გაზიარების მიმართულებით, რაც განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების მხრიდან ხორციელდება კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტების ან ინსტიტუციური რეფორმების მიმდინარეობისას, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ასე რომ, ჩვენ ერთად მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს ერთსა და იმავე პროექტებზე, რადგან რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორი, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB) ერთდროულად აფინანსებენ ძალიან მნიშვნელოვან ავტომაგისტრალის პროექტებს საქართველოში. ამის მაგალითია ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლისთვისაც 400 მილიონ ევროზე მეტი გამოიყო და რაც პერსპექტივაში, ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკური თვალსაზრისით. ყოველივე ამის შედეგად, გვექმნება შესაძლებლობა, ვისარგებლოთ სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სინერგიით. საქართველო დიდ სარგებელს იღებს ამ ტიპის თანამშრომლობით და შემიძლია ვთქვა, რომ თავის მხრივ, განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს საქართველოს მსგავსი პარტნიორის ყოლა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რა არის მათი ძირითადი გამოწვევები და როგორია რეგიონული კონტექსტი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


ჟურნალისტის კითხვაზე რა უნდა გააკეთონ განვითარების პარტნიორებმა უფრო მეტი ქვეყნების მხარდასაჭერად, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის დანერგვის ხელშეწყობა.


„განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა ჭარბვალიანობის პრობლემის წინაშე დგას. ამავდროულად, დიდი საჭიროებაა ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში განხორციელდეს, მაგრამ საკმაოდ შემცირებული ფისკალური სივრცით. ასეა პანდემიის შემდეგ - ყველა ქვეყანა განვითარებადი ქვეყანა - იდგა ამ გამოწვევის წინაშე. ვფიქრობ, რომ ამ პროცესში განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოწვევებზე პასუხის გასაცემად საჭიროა სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის დანერგვა. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს ადგილობრივ ვალუტაში დაკრედიტება, რაც ჩვენ გვაქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) კარგი გამოცდილების შედეგად. ეს პრაქტიკა სამომავლოდაც უნდა გავაგრძელოთ. ვალის საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია მრავალი ქვეყნისთვის. ზოგიერთმა მოახერხა მდგომარეობის გაუმჯობესება პანდემიის შემდეგ, ზოგმა ვერ შეძლო, მაგრამ გრძელვადიანი პერიოდისთვის ეს არის ის, რაც უნდა მოგვარდეს განვითარებაზე ორიენტირებულ პარტნიორებსა და კლიენტს შორის ურთიერთობით. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რადგან ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტება დაფინანსების ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის შეზღუდული ფისკალური სივრცით. ვფიქრობ, ამ საკითხს განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პარტნიორი მოაგვარებს და ეს იქნება ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ინსტრუმენტი კარგი შანსია რეფორმებისა და ადგილობრივი სავალუტო ბაზრის განვითარებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.