9-10-2018
ადიგენში, სოფელ არალში, ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, დღეს, ცხრა ოქტომბერს სასწავლო პროცესი ახლადაშენებულ სკოლაში განახლდა.
სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საზეიმო ღონისძიება გამართეს. ახლადაშენებულ სკოლაში კი ლენტი ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირნაშვილმა და ადიგენი–ახალციხის მაჟრიტარმა დეპუტატმა გია კოპაძემ გაჭრეს.
მათ მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს ახალ შენობაში სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცეს და შენობა დაათვალიერეს. აქ 12 საკლასო ოთახი, სპეციალურიდა ასევე, სამედიცინო ოთახებია მოწყობილი, სკოლას აქვს სპორტდარბაზი და მოედანიც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში ასე მოწყობილი ინფრასტრუქტურაა, არის სპორტდარბაზი და ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობა აქვთ“, – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა არლის სკოლის სპორტდარბაზში.