გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა

27-04-2024

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ.


მცხეთაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ალუდა ღუდუშაური, გია ბენაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.


შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ „ქართული ოცნების" მიზანი არჩევნებში გამარჯვება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა.


„ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში. დღეს შეხვედრა მქონდა მცხეთაში, რეგიონის პარტიის აქტივთან. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მიმოვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. ძალიან მაგარი, საბრძოლო განწყობაა. ჩვენი მთავარი მიზანია, პარტია მივიდეს ძალიან ძლიერად მობილიზებული არჩევნებისთვის და ძლიერად გავიმარჯვოთ.


ეს არის მთავარი გზავნილი. მე გავუზიარე ჩემი შეფასებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც ხდება ბოლო პერიოდში საქართველოში, მთელს მსოფლიოში და რეგიონში. მოგეხსენებათ, ძალიან რთული ვითარებაა, ამიტომ, საჭიროა ჩვენი ქვეყანა მშვიდად, სტაბილურად, როგორც ვითარდება, ასე გაგრძელდეს ვითარება საქართველოში.


საფრთხეები და რისკები არსად წასულა. ომი გრძელდება უკრაინაში და ალბათ დიდხანს გაგრძელდება, არავინ იცის როდის დამთავრდება ეს ომი, ამიტომ საჭიროა მობილიზება, სიფრთხილე და ძალიან მტკიცედ ყოფნა. ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ რაიმე პროვოკაციები ქვეყანაში", - ირაკლი ღარიბაშვილი.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. მცხეთა მთიანეთის გარდა, შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის და შიდა ქართლის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება.