გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება იმეორებს იმას, რასაც გრანტების მადიდებელი „ნაცექსპერტები“ ეუბნებიან, თუმცა უვიზოს შეჩერებაზე სპეკულაცია ისეთივე "სიმართლეა“, როგორც „ტვ პირველის“ ნებისმიერი სიუჟეტი

28-04-2024

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა ის, რაც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებშია და არა რადიკალი რევანშისტების ბოდვებში, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას აქვს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, ესენია: გაზრდილი მიგრაცია, თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რაოდენობა, გაუარესებული თანამშრომლობა რეადმისიის საკითხებზე და მომეტებული რისკი შიდა უსაფრთხოების საკითხებზე. არც ერთი პრობლემა არ გვაქვს, რატომ ატყუებთ ხალხს, რომ შეიძლება ეს მოხდეს?“.


აბაშიძის თქმით, ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება იმეორებს იმას, რასაც ევროკავშირის მცოდნე მავნებელი, გრანტების მადიდებელი „ნაცექსპერტები“ ეუბნებიან, თუმცა უვიზოს შეჩერებაზე სპეკულაცია ისეთივე „სიმართლეა“, როგორც „ტვ პირველის“ ნებისმიერი სიუჟეტი.


„სექტის თავცარიელნი იმეორებენ იმას, რასაც ევროკავშირის მცოდნე მავნებელი, გრანტების მადიდებელი "ნაცექსპერტები" ეუბნებიან, თუმცა უვიზოს შეჩერებაზე სპეკულაცია ისეთივე "სიმართლეა", როგორც "ტვ პირველის" ნებისმიერი სიუჟეტი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა ის, რაც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებშია და არა რადიკალი რევანშისტების ბოდვებში.


კერძოდ, უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის: წევრ სახელმწიფოს (სახელმწიფოებს) შეუძლიათ გაააქტიურონ მექანიზმი ევროკომისიაში შეტყობინების გაგზავნით, თუ ისინი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან ბოლო ორი თვის მანძილზე (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით) ან უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ ბოლო ორი თვის განმავლობაში.


ეს გარემოებებია:

• არალეგალური მიგრაციის, ვადაზე მეტად დარჩენის და შესვლაზე უარის თქმის არსებითი ზრდა (50%-ზე მეტი);

• თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების არსებითი ზრდა (50%-ზე მეტი) დაბალი დაკმაყოფილების მაჩვენებლით (დაახლოებით 3-4%);

• რეადმისიაზე თანამშრომლობის შემცირება;

• გაზრდილი რისკები წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებზე. ოპოზიციურად განწყობილო თანამოქალაქევ, ნუ იქნები ბნელი, იკითხე ხოლმე, როცა საჯარო სივრცეში რაღაცის თქმა გინდა!,“- წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.