გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! - ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას

29-04-2024

„დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საქართველოს!“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.


როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ქართველმა ხალხმა აირჩია ეროვნული თვითმყოფადობის გზა, რომელსაც რწმენითა და ქართული ენის გაფრთხილებით აშენებს.


„29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! დღეს ჩვენ ვდგავართ ისტორიულ გზაგასაყარზე, გავარღვიეთ 30-წლიანი ჩაკეტილი წრე და ვირჩევთ ახალ გზას - ილია ჭავჭავაძის გზას, მერაბისა და ზვიადის ნანატრ გზას, ეროვნული თვითმყოფადობის გზას, რომელსაც რწმენით, ქართული ენის გაფრთხილებითა და მამულისათვის თავდადებით ვაშენებთ! ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელ საქართველოს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.