გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და უცხოელი აქციონერები: საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მის ევროპულ კურსს და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნდობას ვუცხადებთ

29-04-2024

საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მის ევროპულ კურსსა და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნდობას ვუცხადებთ, - ასე ეხმაურებიან GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და მისი უცხოელი აქციონერები საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.


„GD ჰოლდინგში შემავალი ქართული კომპანიები და მისი უცხოელი აქციონერები მიზანშეწონილად თვლიან გამოეხმაურონ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.


საქართველოს მთავრობის პოლიტიკა და წლების განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები გვაძლევს სტიმულს, გავაგრძელოთ ინვესტირება საქართველოს ეკონომიკაში.


ქვეყანაში შექმნილი კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო, საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესის განვითარების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა, ბიზნესში ჩაურევლობა, ევროპულ ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული ღირებულებების მიმართ ერთგულების კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.


გამჭირვალობაც ევროპული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე უნდა გავრცელდეს.

ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, მის ევროპულ კურსს და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს ნდობას ვუცხადებთ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.