გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი სახალხო აქციაზე: ჩვენ ეროვნული ამბიციით ვდგევართ აქ - ჩემი საქართველო აქ არის

29-04-2024

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საყოველთაო სახალხო შეკრებას უერთდება და აცხადებს, რომ მისი მონაწილეობის მიზანს ეროვნული ღირსების დაცვა წარმოადგენს.

 

თამთა მეგრელიშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობს აქციაში და ირწმუნება, რომ მხოლოდ ეროვნული ღირსებით სიარული განაპირობებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

 

„მე დღეს აქ ვარ იმიტომ, რომ დავიცვა ეროვნული სუვერენიტეტი, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს ისტორიული ღირსება და მქონდეს ამბიცია, რომ სწორედ ჩვენი ეროვნული ღირსებით შევიდეთ ევროპაში. ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს აქ არის, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ ეროვნული ამბიციით ვდგევართ აქ - ჩემი საქართველო აქ არის,“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.