გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მაია ოთინაშვილი: დაკავების შემდეგ პირველად რუსულ ბაზაზე გადამიყვანეს

9-10-2018

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთიდან 29 სექტემბერს  გატაცებული მაია ოთინაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ დღეს გაათავისუფლდა, საკუთარ ოჯახს უკვე დაუბრუნდა.


“დაკავების შემდეგ აქედან გადამიყვანეს რუსების ბაზაზე სადაც ერთი დღე ვიყავი შემდგომ კი ცხინვალში წამიყვანეს. ჩემთან ბევრი შეკითხვები არ ქონდათ, ძირითადად ერთმანეთში საუბრობდნენ, რუსული კარგად არ მესმის და არ ვიცი რას ლაპარაკობდნენ. ფურცელი მოქონდათ და ხელს ვაწერდი“- აღნიშნა მაია ოთინაშილმა.


ოთინაშვილს ერგნეთში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი დახვდა.


„ყველაზე მთავარი ისაა, რომ უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილი თავისუფალია   და თავის ოჯახთან იმყოფება. ეს იყო  10 დღის განმავლობაში ჩვენი მთავარი მცდელობა, ამ შედეგისთვის მიგვეღწია. ფაქტთან დაკავშირირებით შეფასება  მხოლოდ ერთგვარი შეიძლება იყოს - აშკარად უკანონობას ჰქონდა ადგილი“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.