გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას

29-04-2024

დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.


პრემიერის თქმით, ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ სჭირდება მოსვენება უსამშობლო ადამიანებისგან.


„ეკლესიაც არ დაასვენეს. უბრალოდ ჩართეთ მათი ტელევიზიები, საპატრიარქომაც გაავრცელა ამაზე განცხადება, ასეულობით ნეგატიური სიუჟეტი არის „ნაცმოძრაობის" ტელევიზიებში მარტო ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის დაფინანსებული ჯაჭვი, რომელიც ამოქმედებულია ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის, კონკრეტულად ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. რისთვის აკეთებენ ამას?! როგორც კი გამჭვირვალე იქნება დაფინანსება, რა თქმა უნდა, ასე უხეშად ვეღარ შეძლებენ ეს კონკრეტული ადამიანები ვერც ასეთი ქმედებების დაფინანსებას და ვერც შესაბამისი დაფინანსების მიღებას. ამიტომ, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ამ ქვეყანამ მუდმივი რყევის მცდელობებისგან, მუდმივი ჩაკეტილი წრისგან, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, სინამდვილეში უნდა ერქვას რადიკალიზაცია, აუცილებელია გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება. ჩვენ თუ გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ კანონი, გამოდის, რომ შესაბამის სუბიექტებს არ უნდათ, რომ დაასვენონ ეს ქვეყანა, რასაც ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი დღევანდელ გამოსვლებში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა, განვითარება და სწორედ ამას ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.