გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი კობახიძე: ევროპული აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს და ევროპარლამენტარებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ევროკავშირში გადაწყვეტილებებს იღებს ევროკომისია და ევროპული საბჭო

30-04-2024

როგორც 2022 წელს დარჩა ფარატინა ქაღალდებად ეს რეზოლუციები და ვერ მოახერხეს ამ ქაღალდების გამოყენება ვერც რევოლუციის ორგანიზებისთვის, ასეთივე ბედი უწერია ამ ახალ ფარატინა ქაღალდს 2024 წელსაც, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა გადაცემა იმედი LIVE-ში ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, გადაწყვეტილებებს იღებს ევროკომისია და ევროპული საბჭო.


„2022 წელს, როგორც კი ჩვენ განაცხადი შევიტანეთ კანდიდატის სტატუსზე, დაიწყო რევოლუციური მუხტის შემზადება, შიგნიდან და გარედან, კოორდინირებულად და ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რაც გამოიყენებოდა მაშინ ამ მუხტის მომწიფებისთვის, იყო სწორედ ევროპარლამენტის რეზოლუციები. მაშინ 3 სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს, აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუციები, სადაც ითხოვდნენ დამნაშავეების გამოშვებას, ბიძინა ივანიშვილის დასჯას და ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი. ეს ყველაფერი დარჩა რა თქმა უნდა ფარატინა ქაღალდებად. ევროპული აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ევროპარლამენტს და ევროპარლამენტარებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ერთადერთი, ვინც ევროკავშირში გადაწყვეტილებებს იღებს, არის ევროკომისია და ევროპული საბჭო. პირდაპირ მაქვს მე თვითონ მოსმენილი უმაღლესი დონის შეხვედრებზე ეს გზავნილი, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ევროპარლამენტს, ევროპარლამენტარებს, ევროპარლამენტარების რეზოლუციებს. როგორც 2022 წელს დარჩა ფარატინა ქაღალდებად ეს რეზოლუციები და ვერ მოახერხეს მათ შორის ამ ქაღალდების ვერც რევოლუციის ორგანიზებისთვის გამოყენება, ასეთივე ბედი უწერია ამ ახალ ფარატინა ქაღალდს 2024 წელსაც.


აქაც იგივე ხდება, არის ეს თემა გააქტიურებული - მოლაპარაკებების გახსნა. მოლაპარაკებების გახსნას არავითარი პრაქტიკული არსებითი დატვირთვა არ აქვს, სიმბოლური დატვირთვაც კი ბევრად ნაკლები აქვს, ვიდრე კანდიდატის სტატუსს. შეიძლება წელს გაგიხსნან მოლაპარაკებები, ან გაისად გაგიხსნან, ეს საერთოდ არ მოქმედებს გაწევრიანების თარიღზე, კანდიდატის სტატუსზეც იგივე იყო და ახლაც იგივეა. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს. ახლა წამოიწყეს ახალი თემა, აბამენ რევოლუციურ სცენარს მოლაპარაკებების არგახსნას. კონკრეტულ ადამიანებს უნდათ, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ან ცოტა ხნით გვიან არ გახსნან მოლაპარაკებები, უნდათ, რომ ეს გამოიყენონ მღელვარების გამოწვევისთვის, რევოლუციის მოწყობისთვის და ამას ჩაუფინეს ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია. ისევე ჩავარდება ეს სცენარი 2024 წელს, როგორც ჩავარდა 2022 წელს. აქედან გამომდინარე, მე სერიოზულ ყურადღებას ვერ მივაქცევდი ამ რეზოლუციას, მათ შორის, არც ვიზალიბერალიზაციის ნაწილში, არც სააკაშვილის გამოშვების ნაწილში და ა.შ. არავითარი ფასი ამ რეზოლუციას არ აქვს,"- განაცხადა პრემიერმა.