გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სალომე ზურაბიშვილი: ის რომ ექიმების მიერ ჩემს ფონდში თანხის გადმორიცხვაზე აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, სავსებით ნორმალურია

9-10-2018

ექიმების მიერ ჩემს ფონდში თანხის გადმორიცხვაზე აუდიტის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, რადგან ამის შესახებ გარედან კითხვები იყო შემოსული. აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.


კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ლოგიკურ ეჭვს აჩენს ექიმების მიერ მის ფონდში თანხის გადარიცხვა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ცალკე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, მისთვის ღირებულია ყველა ადამიანი, ვინც ამ ფორმით უჭერს მხარს.


„მაშინ ეს უნდა ჰკითხოთ იმ ექიმებს, რომლებმაც თანხა გადმორიცხეს. ჩემთვის არის ძალიან ლოგიკური. ზოგადად, ლაპარაკი ექიმებზე, სხვათა შორის სტალინის დროს იყო ხომ ექიმების საქმე. ასე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. ყველა, ვინც მხარს მიჭერს ამ ფორმით, ჩემთვის ძალიან ღირებულია. თუ ვინმე იმისთვის შემოვიდა, რომ მერე თქვას და დაწეროს, რომ არ მიჭერს მხარს და შექმნას პრობლემა, ესეც არ გამიკვირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.