9-10-2018
ხულოში, სოფელ წაბლანაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობის განცხადებით, ჰესის მშენებლობამ წყლის დაშრობა გამოიწვია, მათ სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და ვერც მოსავალი მოყავთ.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ჰესის მშენებლობის გამო ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც აქციის მონაწილეები ჰესის მშენებელ კომპანიას მოუწოდებენ, რომ უსაფრთხო გარემო შეუქმნას მათ, მოხდეს ან გასახლება, ან კომპენსაციის გაცემა. ისინი პროცესებში ხელისუფლების ჩართვასაც ითხოვენ.