ოთხშაბათი, მაისი 28, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

TOP.GE
ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ეწვია

30-04-2024

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მიზნით თბილისს მეუღლესთან ერთად ესტუმრა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა.


მაღალი რანგის სტუმარს დახვდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. ხანმოკლე შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე და ბანკის წლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.


ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების გარდა, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს ოფიციალურ პირებს.


აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას საქართველო 2 მაისიდან 5 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს.


წლიური შეხვედრების ფარგლებში, გაიმართება 70-მდე ღონისძიება, რომელთა ფარგლებშიც სხვადასხვა რანგის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ ეკონომიკური განვითარების ტენდენციებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლზე ეკონომიკური განვითარების მიზნების მიღწევაში, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, სხვა გლობალური კრიზისული გამოწვევების როლზე.