გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში 11 ქუჩა რეაბილიტირდება

30-04-2024

ქალაქ კასპში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის 11 ქუჩაზე განხორციელდება.


პროექტი ითვალისწინებს 3 860 გრძივი მეტრი  ა/ბეტონის საფარის მოწყობას: ბარნოვის, ასათიანის,  9 აპრილის, გოგებაშვილის,  პეტრიწის, ჩახრუხაძის,  ორბელიანის, იას, ლაშქარაშვილის,ქვათახევის და  ცაგარელის ქუჩებზე. აღნიშნული ქუჩებიდან წყალარინების სისტემა 9 ქუჩაზე მოეწყობა.


პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე წყალარინების სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი გაეცნენ.


პროექტი ფინანსდება რეგიონის განვითარების ფონდის და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან,  ღირებულება შეადგენს 3 285 081 ლარს.

გარდამავალი პროექტის განხორციელება შპს „ქცია“ -მ  2024 წელს დაიწყო და 2025 წელს დაასრულებს.