გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საკუთარი დედის ცემაში ბრალდებულს ბოლნისის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

9-10-2018

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს ნ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედის - ლ.გ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც ხელებით და ფეხებით სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.


სამართალდამცველებმა ნ.გ. 2018 წლის 31 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261მუხლის პირველი ნაწილით(ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.