გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: გუშინ მთავარ პოლიტიკურ მოედანზე შეკრებილი საზოგადოება, ხოლო პოლიტიკურ ტრიბუნაზე ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება - ეს ერთობა იყო მმართველი გუნდის პოლიტიკის ლეგიტიმაციის დასტური

30-04-2024

„გუშინ საზოგადოება მთავარ პოლიტიკურ მოედანზე შეიკრიბა, დაახლოებით 200 ათასი ადამიანი და ეს ერთობა იყო მმართველი გუნდის პოლიტიკის ლეგიტიმაციის დასტური - ეს გასაგები უნდა იყოს ქვეყნის გარეთაც“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.


მისი თქმით, 29 აპრილს გამართულმა აქციამ აჩვენა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და ეს უნდა ესმოდეთ იმ პოლიტიკურ პარტიებსა თუ მოძრაობებს, რომლებიც ქვეყანაში დესტრუქციის მოწყობას ცდილობენ.


„ეს არის შავ ფულთან ბრძოლა. არასამთავრობო სექტორის გავლით ხდება ქვეყნის მართვის ბერკეტების ხელში ჩაგდება და ამ ფული ქართული პოლიტიკის ფორმირება, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და მიუღებელია დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. გუშინ საზოგადოება მთავარ პოლიტიკურ მოედანზე შეიკრიბა - დაახლოებით 200 ათასი ადამიანი, ხოლო ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება მთავარ პოლიტიკურ ტრიბუნაზე იყო - ეს ერთობა იყო მმართველი გუნდის პოლიტიკის ლეგიტიმაციის დასტური. მეტიც, ამ აქტუალურ საკითხებს საზოგადოების მხარდაჭერა აქვს და ეს ერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამან, ფაქტობრივად, სასპეკულაციო სივრცე არ დატოვა.


ეს ქვეყნის შიგნით უნდა იყოს გათვალისწინებული, მით უმეტეს, იმ მცირე პოლიტიკური-დესტრუქციული ჯგუფების მიერ, რომლებიც ქუჩებში და ჩიხებში აურზაურს აწყობენ და ეცოტავებათ თავისუფლების მოედნიდან მთლიანად ხალხით შევსებული რუსთაველი - ამ პროცესის დისკრედიტაცია დაიწყო გუშინ და დღესაც გაგრძელდა. ეს გასაგები უნდა იყოს ქვეყნის გარეთაც, რადგან ხშირად გვესმოდა ჩვენი ოპონენტებისგან, მეგობრებისგან, თითქოს ქვეყანაში ხალხი სხვა არის და ხელისუფლება სხვა - გუშინდელი დღით ეს თემა ჩაიკეტა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ