გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თენგიზ ნასარიძე ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრის მოადგილე იოჰანეს ფანკჰაუზერს შეხვდა

1-05-2024

შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული სოფლის მეურნეობის, მეღვინეობის, აგროტურიზმის  და მარცვლეულის წარმოების განვითარების და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.


„ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობა და მათი გამოცდილების გაზიარება, მათ შორის ავსტრიის გამოცდილება აგროტურიზმის და ბიომეურნეობის მიმართულებებით, უმნიშვნელოვანესია. ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ჩვენ არაერთი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკის დოკუმენტების და საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების საკითხში“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.


ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის რესურსების მართვის სამინისტროს, ავსტრიის სასოფლო-სამეურნეო პალატის და ავსტრიის მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო, ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის სექტორში არაერთ პროგრამას ახორციელებს.


ავსტრიის სოფლის მეურნეობის, ტყის, რეგიონებისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრის მოადგილის იოჰანეს ფანკჰაუზერის განცხადებით, ავსტრია გააგრძელებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.


„სოფლის მეურნეობაში ჩვენთვის მთავარი ხარისხია. ავსტრიის სოფლის მეურნეობის 27% ბიომეურნეობებს უკავია. ჩვენთვის პრიორიტეტია ბიოლოგიური სოფლის მეურნეობის და აგროტურიზმის განვითარება, რაც შემოსავლების ზრდის წყაროა. მცირემიწიანი ქვეყნების სოფლის მეურნეობა ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, ამიტომაც საქართველომ ამ ნიშის დაკავებაზე უნდა იმუშაოს“, -აღნიშნა იოჰანეს ფანკჰაუზერმა.


სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.