გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: გუშინდელი აქცია გასცდა კანონით დადგენილ დასაშვებ საზღვრებს, ეს იყო გენერალური რეპეტიცია არჩევნების წინ, რამაც არ გაამართლა - ქართულ სახელმწიფოს ვერც გარედან და ვერც შიგნიდან ვერავინ უკარნახებს როგორ მოიქცეს

1-05-2024

„ქართული ოცნების" საყოველთაო-სახალხო შეკრებამ ისტერია გამოიწვია ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ ძალაში "ნაციონალურ მოძრაობაში" და არასამთავრობო სექტორში რომელიც გამჭვირვალობას ემალება. ეს ძალები ღია, შეგნებულ რადიკალურ მოქმედებებზე მიდიან და პოლიციის მიმართ პირდაპირი გაგებით ძალას იყენებენ" - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შესახებ.


როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ეს იყო გენერალური რეპეტიცია არჩევნების წინ, რამაც არ გაამართლა, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოს ასეთ ქმედებებზე კანონიერი პასუხი აქვს და ქართულ სახელმწიფოს ასეთ ვითარებაში ვერც გარედან და ვერც შიგნიდან ვერავინ უკარნახებს როგორ მოიქცეს.


„ქართული ოცნების" საყოველთაო-სახალხო შეკრებამ ისტერია გამოიწვია ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ ძალაში „ნაციონალურ მოძრაობაში" და არასამთავრობო სექტორში რომელიც გამჭვირვალობას ემალება. ეს ძალები ღია, შეგნებულ რადიკალურ მოქმედებებზე მიდიან და პოლიციის მიმართ პირდაპირი გაგებით ძალას იყენებენ. მათ მიერ გამართული გუშინდელი აქცია გასცდა კანონით დადგენილ დასაშვებ საზღვრებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პოლიტიკურ პოლიგონზე გამოსული, კარგად გადამზადებული "ნაციონალური მოძრაობა" მოქმედი პოლიტიკოსებითა და მათი აქტივით ჯამში დაახლოებით 3000-მდე პირი, პირდაპირ უტევდა ქართულ ძალოვანებს. ეს იყო გენერალური რეპეტიცია არჩევნების წინ, რამაც არ გაამართლა, რადგან სამართლებრივ სახელმწიფოს ასეთ ქმედებებზე კანონიერი პასუხი აქვს და ქართულ სახელმწიფოს ასეთ ვითარებაში ვერც გარედან და ვერც შიგნიდან ვერავინ უკარნახებს როგორ მოიქცეს. ხელით შეეხებით ძალოვანს? მოლოტოვის კოქტეილს შეუგდებთ? გაყინული წყლით სავსე ბოთლებს დაუშენთ? საგანგებოდ მიტანილ ქვებს ესვრით? ლაზერს მიანათებთ თვალებში და სიტყვიერად შეურაცხყოფთ ძალოვანს? პასუხს მიიღებთ! რადგან ძალოვანი სახელმწიფოს ინტერესებისათვის და მის დასაცავად მოქმედებს და იცავს ქართული სახელმწოფოს, მათ შორის თქვენგან იცავს თქვენს წილ საქართველოს, რომ იცხოვროთ სუვერენულ სახელმწიფოში“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.