გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გია აბაშიძე: ხაბეიშვილის, ელისაშვილის და სხვა სამარცხვინო რადიკალი პარლამენტარების ექსტრემისტული ქმედებები ძირშივე აღიკვეთება, ამგვარი ავაზაკების "ჰეროიზაცია" კი მიანდეთ ნაცმარგინალებს, მათ შორის, პარიზელ ხანუმას, ზურაბიშვილს

1-05-2024

არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში სადეპუტატო იმუნიტეტი არავის იცავს, რომ დანაშაული ჩაიდინოს და თანაც თავხედურად და ღია ეთერში თავს დაესხას სახელმწიფოს წარმომადგენლებს, პოლიციელებს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ქმედებებს გუშინ განვითარებულ საპროტესტო აქციაზე.


მისი თქმით, სამარცხვინო რადიკალი პარლამენტარების ექსტრემისტული ქმედებები აღიკვეთება, „ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი კი მათ გმირად შერაცხვას შეეცდებიან.


„არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში სადეპუტატო იმუნიტეტი არავის იცავს, რომ დანაშაული ჩაიდინოს და თანაც თავხედურად და ღია ეთერში თავს დაესხას სახელმწიფოს წარმომადგენლებს, პოლიციელებს. ლევან ხაბეიშვილის, ალეკო ელისაშვილის და სხვა სამარცხვინო რადიკალი პარლამენტარების ექსტრემისტული ქმედებები ძირშივე აღიკვეთება. ამგვარი ავაზაკების „ჰეროიზაცია“ კი მიანდეთ ნაცმარგინალებს, მათ შორის პარიზელ ხანუმას, სალომე ზურაბიშვილს“, - წერს გია აბაშიძე.