გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თენგიზ ნასარიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერალნუაიმს შეხვდა

1-05-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერალნუაიმს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


საუბარი ასევე შეეხოსასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხს.


„პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. მივესალმებითსასურსათო უსაფრთხოების კუთხითთანამშრომლობის ინიციატივას. ვფიქრობ,  პროცესი ურთიერთსასარგებლო იქნება“,- განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.


აჰმედ ალნუაიმის განცხადებით, საქართველო არაბთა გაერთიანებული საამიროების მნიშვნელოვანი პარტნიორია, შესაბამისად, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ინტერესის საგანს წარმოადგენს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.