გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დიტო სამხარაძე „გორგიას“ შეთავაზებაზე: ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ

1-05-2024

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიტო სამხარაძე სუპერმარკეტ „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ შეთავაზებას ეხმიანება, სადაც მოქალაქეებს აირწინაღების და სხვადასხვა შეიარაღების შესაძენად ფილიალებში ელოდებიან.


„ვავსებთ მარაგებს და გელოდებით უახლოეს საათებში. P.s. ვაკის ფილიალშიც გვექნება. დიდუბის ფილიალი. Axis Towers-ის 1 სართულზე,“ - აღნიშნულია „გორგიას“ ფეისბუქგვერდზე, რაზედაც დიტო სამხარაძე აღნიშნავს, რომ ამით ისინი შუღლს აღვივებენ და ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ.


„ეს ნაძირლები შუღლს აღვივებენ! ქართველების დაპირისპირებით ფულს აკეთებენ!! ახლა ხომ ხართ ღირსი, ჩვენ მოვაკითხოთ თქვენს ფილიალებს და საკადრისად მოგექცეთ? ნაგვებო, საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებო! ეს „პრასტიტუტკები“, - წერს დიტო სამხარაძე ფეისბუკზე.